1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბრა ბრე ბრი ბრო ბრუ ბრძ

ბრალდება

E. prosecution
1. სისხლის სამართლის პროცესში კანონით უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების საქმიანობა, მიმართული სისხლისსამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ოთხი სახის ბრალდებას, ანუ სისხლისსამართლებრივ დევნას. ესენია: საჯარო, სუბსიდიური, კერძო-საჯარო და კერძო. საჯარო ბრალდებას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი. სასამართლოში საჯარო, ანუ სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს პროკურორი. სუბსიდიურია ბრალდება, როდესაც პროკურორის მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი. კერძო-საჯარო ბრალდების საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის შემდგომმა გამოძიებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორს უფლება აქვს აღძრას კერძო-საჯარო ბრალდების საქმე დაზარალებულის საჩივრის გარეშეც. კერძო ბრალდების საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, მაგრამ უნდა შეწყდეს ბრალდებულთან მისი შერიგების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეში პროკურორია ჩარეული. დანაშაულები, რომელთა გამო საქმეები აღიძვრება კერძო-საჯარო და კერძო ბრალდებით, განსაზღვრულია კანონით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 26-27);
2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში, საბრალდებო დასკვნაში, სამართალში მიცემის დადგენილებაში (განჩინებაში) და გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული საბრალდებო თეზისის შინაარსი.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9