1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბუდ ბუკ ბულ ბუმ ბუნ ბურ ბუტ ბუფ ბუღ ბუშ

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა

E. tax rate for use of natural resources
სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობების მიხედვით განისაზღვრება გადასახადის ზღვრული ოდენობის ფარგლები პროცენტებში, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის მიმართ (მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი ფიქსირებულია 1მ3 წყალზე); ტყის მერქნის სახეობათა ჯგუფების მიხედვით განისაზღვრება გადასახადის ოდენობა ერთი მკვრივი კუბური მეტრისათვის პროცენტებში საბაზრო ფასის მიმართ; საქართველოს ტერიტორიაზე გარემოდან ამოღებული მცენარეული რესურსებით, მათი ცხოველქმედების პროდუქტებით, ნაწილებითა და დერივატებით, მათ შორის, სოჭის გირჩების სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება 10 პროცენტით მათი საბაზრო ფასის მიმართ; წყლის რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება წყლის ობიექტთა ჯგუფების მიხედვით ერთ კუბურ მეტრზე პროცენტებში საბაზრო ფასის მიმართ; ცხოველთა სამყაროს რესურსებით (ობიექტებით) სარგებლობისათვის გადასახადი განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის სახეობის ერთ ერთეულ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის ერთ ტონაზე) პროცენტებში რესურსის საბაზრო ფასის მიმართ (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 194).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9