1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბუდ ბუკ ბულ ბუმ ბუნ ბურ ბუტ ბუფ ბუღ ბუშ

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია

E. accounting standards commission
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს პარლამენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ფუნქციებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციების სამოქმედოდ შემოღება; გ) ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების დამტკიცება; დ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცება. კომისია შედგება 9 წევრისაგან, რომელშიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის თითო წარმომადგენელი. კომისიის წევრებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით 3 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს. კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება („საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილება).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9