მაჩვენებელთა სისტემა, რომელიც განზოგადებულ ღირებულების საზომში ახასიათებს საწარმოს საშუალებების მდგომარეობას. ბუღალტრული ბალანსი ასახავს ფირმის ფინანსურ მდგომარეობას, გამოყენებას და ფორმირების წყაროს. ბუღალტრული ბალანსი დგება განსაზღვრული მომენტისათვის (თვის, კვარტალის, წლის ბოლოს) და გამოიყენება სამეურნეო საქმიანობის კონტროლისა და ანალიზისათვის. ბალანსს აქვს ორმხრივი ცხრილის ფორმა: მარცხენა მხარე - აქტივი ახასიათებს საშუალებათა შემადგენლობას, გადაადგილებას და გამოყენებას; მარჯვენა მხარე - პასივი ახასიათებს საშუალებათა წარმოქმნის წყაროს. სამეურნეო საშუალებათა ცალკეული სახის საბალანსო მაჩვენებელი ატარებს ბალანსის მუხლის სახელწოდებას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]