1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაეროს სამეურვეო საბჭო

E. UN Trusteeship Council
გაეროს ძირითადი ორგანო, რომლის ჩამოყალიბების უმთავრეს მიზანს ერთიანი სისტემის მეშვეობითსამანდატო (სამეურვეო) ტერიტორიების მეთვალყურეობა წარმოადგენს. ორგანოს ფუნქცია განსაზღვრულია გაეროს წესდებით. მას 11 ასეთი ტერიტორიის მოსახლეობის კეთილდღეობის განვითარება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პროცესის ხელშეწყობა ევალება. ს.ს. უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრით დაკომპლექტდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ (ამჟამად სსრკ-ის ადგილი რუსეთის ფედერაციას უკავია, როგორც სსრკ-ის სამართალმემკვიდრეს), საფრანგეთი და ჩინეთი. ს.ს.-ს უფლება მიეცა, გამოეკვლია და განეხილა ასეთი ტერიტორიების მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, შეემუშავებინა და განეხილა პეტიციები და სხვადასხვა რაიონში მიევლინა სპეციალური მისიები. დღესდღეობით დამოუკიდებლობა მოპოვებული აქვს ყველა სამანდატო ტერიტორიას. 1994 წლის ოქტომბერში უკანასკნელი ასეთი ტერიტორიის, ოკეანეთში მდებარე აშშ-ის მმართველობის ქვეშ მყოფი კუნძულის (პალაუ) დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით ს.ს.-ს ფუნქციონირება შეჩერდა. მიღებული გადაწყვეტილებით პირველი მოთხოვნისთანავე საბჭოს საქმიანობა განახლდება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9