1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გამგებელი

E. governor
საქართველოს კანონმდებლობით, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური, რომელსაც ირჩევს შესაბამისი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში - შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს, ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას (საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, თავი II).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9