E. backing, guaranty, warrant, (bank) guarantee, surety, (book-keeping) voucher, (customs) bond, (industrial economy) andertaking, (insurance) assurance, (legal) securityG. garantieFr. garantie 1. ფინანსურად მყარი, მაღალრეიტინგული საწარმოების ან სპეციალური დაწესებულებების მიერ გაცემული საგარანტიო ვალდებულება (ვალდებულებების ერთობლიობა). საგარანტიო ვალდებულებათა სუბიექტებად ძირითადად გამოდიან ბანკები და შედარებით ნაკლებად - თავად საწარმო მსესხებლები. ზოგიერთ ქვეყანაში საგარანტიო ვალდებულებებს გასცემენ სპეციალური სამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მიზნობრივი ფონდები აქვთ;
2. ფიზიკური ან იურიდიული პირის ვალდებულება მთლიანად ან ნაწილობრივ პასუხი აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
3. გამყიდველის (მწარმოებლის, მიმწოდებლის) ვალდებულება გარკვეული ვადის განმავლობაში პასუხი აგოს გაყიდული (წარმოებული, მიწოდებული) საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შენარჩუნებაზე.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]