1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გვა

გვარი

E. surname
1. სისხლით ნათესავთა ჯგუფი, რომლის წევრები თავიანთ წარმომავლობას საერთო წინაპარს უკავშირებენ;
2. დაბადებით ან ქორწინებით მიღებული შთამომავლობით გარდამავალი გვარეობითი სახელწოდება, რომელიც ერთვის ადამიანის სახელს. საქართველოს კანონმდებლობით, დაქორწინების დროს მეუღლეებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი მეუღლის გვარი, ანდა თითოეულმა დაიტოვოს თავისი ქორწინებამდელი გვარი, ანდა თავისი გვარი შეუთავსოს მეუღლის გვარს. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს გვარის გამოცვლას, მაგრამ მშობელს, რომელთანაც შვილი რჩება, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს ბავშვისათვის მისი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1154, 1195-1196). სრულწლოვან მოქალაქეთა მიერ გვარის გამოცვლა ნებადართულია საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში (გვარის არაკეთილხმოვანება, გამოთქმის სიძნელე და ა.შ.).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9