E. diagram, graphGk. graphikos ხაზვითი, დახაზული 1. ნახაზი, რომელზეც ნაჩვენებია სხვადასხვა პროცესის რაოდენობრივი დამოკიდებულება. მაგ., საწარმოო გეგმის პროცენტული შესრულების მრუდი, თვეების მიხედვით;
2. წარმოებაში, ტრანსპორტზე და ა.შ. - სამუშაოთა გეგმა ნორმებისა და შესრულების ვადების ზუსტი მაჩვენებლების მითითებით; მოძრაობის გ. - ნახაზის ან ცხრილის სახით წარმოდგენილი გადაზიდვების (გადაყვანის) ორგანიზაციის პროცესი;
3. მათემ. ფუნქციის გ. - სიბრტყეზე წარმოდგენილი მრუდი, რომელიც გამოხატავს ფუნქციისა და არგუმენტის დამოკიდებულებას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]