1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დაბ დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაც დაწ დახ დაჯ

დაზღვევა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის

E. insuranse of civil liability of automobile’s owner
1. დაზღვევა, დაკავშირებული მძღოლის რისკის შეფასებასა და მისთვის შესაბამის სატარიფო კლასის მინიჭებასთან. ყოველი სადაზღვევო წლის ბოლოს ითვლება მძღოლის მონაწილეობით მომხდარი საგზაო შემთხვევათა რაოდენობა, რომლის მიხედვით მძღოლს ენიჭება წინა წელთან შედარებით შეღავათიანი ან პირიქით არახელსაყრელი სატარიფო კლასი. აღნიშნული წახალისების სისტემა, აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში;
2. საქართველოში ავტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტოტრანსპორტზე. დაზღვევას ახორციელებს ნებისმიერი ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია. სადაზღვევო შესატანის სიდიდე, რომელსაც იხდის თითოეული ავტოტრანსპორტის მფლობელი წელიწადში ერთხელ, გამოიანგარიშება სხვადასხვა პროცენტული ოდენობით სადაზღვევო თანხიდან დაზღვეული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა. სადაზღვევო თანხის სიდიდე არ შეიძლება იყოს 3750 ლარზე ნაკლები, პროცენტული განაკვეთები დამოკიდებულია ავტომოტოტრანსპორტის სახეობასა და ძრავის მოცულობაზე (საქართველოს კანონი „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ,” მუხლები: 2, 8, 11).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9