1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დაბ დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაც დაწ დახ დაჯ

დანაშაული

E. crime
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა (მოქმედება ან უმექმედობა), რომელიც ხელყოფს საქართველოს საზოგადოებრივ წესწყობილებას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, საკუთრებას, პიროვნებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ, შრომითს, ქონებრივ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე, მართლწესრიგის ხელმყოფი სხვა საზოგადოებრივად საშიში ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რაიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ წარმოადგენს საზოგადოებრივ საშიშროებას (საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 8).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9