1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დეზერტირობა

E. desertation
Fr. deserteur
სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება დეზერტირობა, თუ იგი ჩადენილია სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით ან ჯგუფურად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს დეზერტირობას დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 389).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9