E. denominaionG. denominationL. denominatio გადარქმევა 1. ინფლაციის რეგულირების უპირატესად ტექნიკური მეთოდი, რომელიც ხორციელდება ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის, ანგარიშსწორების გამარტივების მიზნით. დენომინაციისას მიმოქცევაში არსებული ფულადი ნიშნები იცვლება უფრო მსხვილი ნომინალის მქონე ფულადი ნიშნებით;
2. ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით (“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]