Gk. deontos საჭირო, ჯერარსი, ბერძ. deon ვალდებულება+logos მოძღვრება, სიტყვა ეთიკის ნაწილი, რომელშიც განხილულია მოვალეობისა და ჯერარსის პრობლემები. დეონტოლოგია პროფესიული - განსაზღვრულ პროფესიულ სფეროში პირის სავალდებულო ქცევის, ცალსახად განმსაზღვრელი, მორალური ნორმების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ კონკრეტულ-იმპერატიული ხასიათი. ზოგადი ეთიკის ნორმებისგან განსხვავებით, აღნიშნული ნორმები არ იძლევა არჩევანის უფლებას. მათი შესრულება უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული (სამართლებრივი) სანქციებით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]