1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დეპოზიტი

E. deposit
G. Deposit
L. depositum შესანახად მიცემული საგანი
1. საკრედიტო დაწესებულებაში კლიენტის შენატანი (ფულის ან ფასიანი ქაღალდის სახით), რომელიც შესანახადაა მიბარებული და მეანაბრეებს უბრუნდებათ გარკვეული პირობების დადგომისას; ანაბარი; შენატანი;
2. ბირჟაზე ფიუჩერსული ხელშეკრულების საერთო ღირებულების ნაწილი, მტკიცე თანხა, რომელიც ბირჟის წევრმა უნდა გადაიხადოს საანგარიშსწორებო პალატაში გარიგების შესრულების საგარანტიოდ. ჩვეულებრივ, იგი ფიუჩერსული კონტრაქტის 2-დან 10%-მდეა, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გაიზარდოს 50%- მდე და მეტად. როგორც წესი, დეპოზიტს ჰეჯირებისთვის ადგენენ უფრო ნაკლები ზომით, ვიდრე სპეკულანტებისთვის;
3. რაიმე საქონლის განვადებით ყიდვისას პირველი (საგარანტიო) შენატანი;
4. ფულადი შენატანი, რომელიც გარიგების განზრახვის დამადასტურებელია;
5. ბანკთაშორისი მოკლევადიანი სესხი;
6. კომერციულ ბანკში ან არასაბანკო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ანაბარი ან გადახდის სხვა საშუალებები („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9