1. რისკის შემცირების მიზნით სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტსა და სხვა აქტივებს შორის საინვესტიციო პორტფელის გადანაწილება;
2. კომპანიის საქმიანობის სფეროს გაფართოება (მათ შორის შთანთქმისა და შერწყმის გზით) ერთი სახეობის პროდუქციის სახეობაზე დამოკიდებულებისა და ციკლური ფაქტორების ზემოქმედების შემცირების მიზნით;
3. სახელმწიფოს სავალუტო რეზერვების უსაფრთხოების გაზრდა გამოყენებული სავალუტო და საფინანსო ინსტრუმენტების სპექტრის გაზრდის გზით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]