E. board of directors, directorate 1. დირექტორთაგაერთიანება (კოლეგია), რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ მართვას. მას სათავეში, როგორც წესი, უდგას მთავარი დირექტორი;
2. იგივეა, რაც დირექცია. დირექტორატი ბანკის (bank's board of directors, directorate of bank) გამგეობა, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 15.1).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]