1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეთე ეთი ეთნ ეთო

ეთიკა

E. ethics
Gk. ethice, ethos ჩვეულება, ხასიათი, ზნე, აზროვნების წესი
1. ფილოსოფიური მოძღვრება მორალის შესახებ, რომელიც შეისწავლის მორალის წარმოშობას, მის არსს და ფორმებს. მაგ. ჰეგელის ე., მატერიალისტური ე. და სხვ. ნორმატიული ე.-ის საგანს წარმოადგენს მორალური იდეალი, ფასეულობები და მოთხოვნები, მათი ფუნქციონირების თავისებურებები; სოციალური ე. ზნეობრიობას შეისწავლის სოციალური ცხოვრების თვალთახედვის კუთხით; ინდივიდუალური ე. შეისწავლის პიროვნების მორალურ ცხოვრებას;
2. პიროვნების, საზოგადოებრივი ან პროფესიული ჯგუფის ზნეობრივი ნორმების სისტემა. მაგ. საექიმო ე.;
3. ბიოსამედიცინო ე., ბიოეთიკა - დისციპლინათაშორისი კვლევის დარგი, რომელიც წარმოიშვა მედიცინაზე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გავლენის შედეგად. ბ.-ის საგანს წარმოადგენს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობების, ჯანდაცვის სფეროში სოციალური პოლიტიკის, ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციის, მშობიარობის ახალი ტექნოლოგიებისა და ა.შ. ეთიკური პრობლემები.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9