1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩრ ჩუ
ჩვე

ჩვევა

ჩვევას უწოდებენ მრავალჯერადი გამეორებით შეძენილ მეტად თუ ნაკლებად ავტომატიზებულ მოქმედებას ან ქცევას. მოქმედების ავტომატიზება იმით გამოიხატება, რომ ჩვევის შემადგენელი მოძრაობები, მოტორული იმპულსები მიმდინარეობს ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ან თანამონაწილეობის დაბალი ხარისხით.
ჩვევას ადამიანი იძენს როგორც გარკვეული მოქმედების დასასწავლად მისი მიზანდასახული გამეორების შედეგად, ასევე მაშინ, როცა ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებზე ადამიანს უწევს გარკვეული მოქმედებების ხშირი გამეორება.
განასხვავებენ მოტორულ და გონებრივ ჩვევებს: მოტორულს უწოდებენ მოძრაობის ჩვევას; მაგალითად, ველოსიპედით სიარულს, ღილის, თასმების შეკვრას, ცურვას და ა.შ.
გონებრივს უწოდებენ ისეთ ჩვევებს, რომლებიც ავტომატიზებულ გონებრივ ოპერაციას წარმოადგენენ (გამრავლების ტაბულის ზეპირი ცოდნა, აბზაცის დაცვა, სასვენი ნიშნების გამოყენება, კითხვის დროს პაუზების გაკეთება და ა.შ.).
მეორე მხრივ, ჩვევებს აჯგუფებენ შინაარსის მიხედვითაც. გამოყოფენ საყოფაცხოვრებო (ჩაცმა-დახურვის, დანაჩანგლის ხმარების ა.შ.), ჰიგიენურ (კბილების გახეხვის, ხელების დაბანის); სპორტულ ჩვევებს (ველოსიპედის ტარება, ცურვა) და ა.შ.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9