გაკვეთილი სწავლისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდია. არსებობს გაკვეთილის სხვადასხვა ფორმატი. კერძოდ, (1) ერთი მასწავლებელი და ბევრი მოსწავლე; (2) კერძო მეცადინეობა: ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე; (3) ფორმალური სწავლის დრო მასწავლებლის გარეშე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით; (4) ვიდეოკონფერენცია: საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სივრცეში (ოთახში) განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]