გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქმიანობა 2001 წლიდან დაიწყო „განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის” სახით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შეფასების ახალი სისტემის დანერგვა იყო, რომლითაც უნდა მომხდარიყო მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასება ობიექტური და სანდო მეთოდებით; ეროვნული გამოცდების ჩატარება და საუკეთესო აბიტურიენტთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად და სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად;
გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების ჩატარებაზე, ასევე, საერთაშორისო კვლევების ჩატარებაზე საქართველოში, რისი განხორციელებაც დაიწყო 2006 წლიდან.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]