1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2007 წელს. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ახორციელებს ინსტიტუციურ და პროგრამულ აკრედიტაციას უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ცენტრის მიზნებია:
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენა.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება.
3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა.
4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა აღრიცხვა და მონაცემთა შესაბამისი ბაზის ფორმირება.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9