1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ საკითხების კოორდინირებაზე (ეს პიროვნება შეიძლება იყოს დირექციის წევრი, მომსახურე პერსონალი, მასწავლებელი ან მშობელი. ამ პიროვნებასთან უნდა იყოს დანიშნული შეხვედრების დრო, როდესაც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლები შეძლებენ გასაუბრებას შესაძლო პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
თუ სკოლას ჰყავს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, აუცილებლად უნდა განსაზღვროს, თუ რას აკეთებს იმისთვის, რომ ამ მოსწავლის განათლებისთვის ადეკვატური პირობები შეიქმნას (მაგ. მას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული საგაკვეთილო განრიგი, ან სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებს დასვენებას და სხვ.).
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9