1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვი კვლ კვო

კვლევა

აქტიური, შრომატევადი, სისტემატური შესწავლის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე იდეის მხარდაჭერისა და უარყოფისათვის აუცილებელი ფაქტების დადგენას, ახსნას და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანას. ტერმინი „კვლევა“ გამოიყენება აგრეთვე მეცნიერული მეთოდის აღსანიშნავად, რომელიც გულისხმობს რაიმე საკითხის შესწავლას.
კვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მიზნის განსაზღვრა და ჰიპოთეზის ჩამოყალიბება;
2. დაგეგმვა;
3. მონაცემების შეგროვება და ორგანიზება;
4. შედეგების ახსნა;
5. საბოლოო დასკვნების გაკეთება.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9