1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კი კიბ კიდ კით კილ კიო

კითხვების დასმა ინტერვიუს დროს

გაკვეთილის გარდა, მასწავლებელი უნდა ფლობდეს კითხვების დასმის ტექნიკას, რათა შეისწავლოს მოსწავლეების პრობლემები და უკეთ შესძლოს მათი ქცევების ანალიზი და მართვა. კერძოდ, მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინტერვიუს საშუალებით (მოსწავლესთან, მშობელთან სხვა მასწავლებელთან ინტერვიუ-საუბარი);
ინტერვიუს დროს გამოიყენება ღია კითხვები მაშინ, როცა საჭიროა რაიმე სრულიად ახალი ინფორმაციის მოპოვება. დახურულ კითხვებს კი იყენებენ მაშინ, როდესაც ინფორმაცია უკვე მოპოვებულია, მაგრამ ზოგიერთი დეტალი მაინც გაურკვეველია და ამიტომ საჭიროა სპეციფიკური ინფორმაციის მოპოვება.
ინტერვიუს დროს ასევე განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ კითხვებს. პირდაპირი კითხვა უშუალოდ ეხება რესპონდენტს და მის დამოკიდებულებას რაიმეს მიმართ (მაგ. რა დამოკიდებულება გაქვთ სკოლის მიმართ?); არაპირდაპირი კითხვები კი რესპოდენტისაგან მოითხოვს ისეთ სიტუაციაზე პასუხს, რომელთანაც იგი პირდაპირ კავშირში არ იმყოფება (მაგალითად, თქვენ კლასელებს რამდენად მოსწონთ სკოლაში სიარული?);
დამაზუსტებელი კითხვები ეხმარება მასწავლებელს ნათლად და დეტალურად გაერკვეს არსებულ სიტუაციაში. მაგალითად:
კითხვა: რამდენად ხშირად დადიხართ სკოლაში შვილის ამბის გასაგებად?
რესპოდენტი პასუხობს: ძალიან ხშირად.
დამაზუსტებელი კითხვა: რას ნიშნავს ძალიან ხშირად თქვენთვის? კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, თვეში ორჯერ, თვეში ერთხელ და ა. შ. მასწავლებელი არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. შესაძლოა მან არასწორად დასვას კითხვები და, შესაბამისად, მოიპოვოს არაშესატყვისი ინფორმაცია. ძირითადი შეცდომები მოდის „დამაკვალიანებელი“ კითხვების, „კი ან არა“ (ჭეშმარიტი/მცდარი) კითხვების, „ორმაგი“ კითხვების და „რატომ“ კითხვების დასმის დროს.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9