1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის განათლების მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე და სწავლის სტილზე. ეს განსხვავდება მასწავლებელზე ფოკუსირებული მიდგომისაგან, სადაც მასწავლებელს აქვს ლიდერის აქტიური როლი, ხოლო მოსწავლეს კი პასიური მიმღების როლი. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის დროს მოსწავლე არის აქტიური თავისი სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი გეზის მიმართულების მიმცემი.
ძველი საგანმანათლებლო პროგრამები და სტანდარტები გათვლილი იყო მეტწილად ეგრეთწოდებულ „საშუალო მოსწავლეზე”. ეს იმას ნიშნავდა, რომ საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეს უნდა შესძლებოდა სტანდარტის მოთხოვნების შესრულება. ასეთი მიდგომა გულისხმობდა იმას, რომ მოსწავლეების ნაწილი ვერ შეასრულებდა სტანდარტს და, შესაბამისად, საგანმანათლებლო სივრცის გარეთ ხვდებოდა. ძველი საგანმანათლებლო პროგრამები ასევე პრაქტიკულად განათლების გარეშე ტოვებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა მოქალაქეებს და, შესაბამისად, გზას უკეტავდა მათ შემდგომი განვითარებისთვის.
ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია უკლებლივ ყველა მოსწავლეზე. სტანდარტში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. სხვა საქმეა, რომ ყველა მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს.
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების საწინააღმდეგო პრინციპებია, მაგალითად, მასალაზე თემაზე, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, სადაც უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ მოსწავლე როგორ სწავლობს და რა მიღწევები აქვს, არამედ ის, თუ რას სწავლობს.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9