1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეუ მექ მეც მეძ მეწ მეხ მეჯ

მეტაკოგნიცია

მეტაკოგნიცია ნიშნავს საკუთარი შემეცნებითი (აზროვნების) პროცესების - აზრების, ფიქრების - გაცნობიერებას და მართვას. სხვა სიტყვებით, მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი.
მეტაკოგნიციის დროს ხდება იმის შემეცნება, თუ რა ვიცით (მეტაკოგნიტური ცოდნა), იმის გაცნობიერება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით (მეტაკოგნიტური უნარი), ან როგორია ჩვენი მიმდინარე კოგნიტური და ემოციური მდგომარეობა (მეტაკოგნიტური შეგრძნება). მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებს - მართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ. ეს კომპონენტებია: პრობლემის არსებობის აღიარება, პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად, სტრატეგიის არჩევა, მენტალური რეპრეზენტაციის შერჩევა, გონებრივი რესურსების განაწილება, პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება.
როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას - ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9