1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოდერაცია

ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება გარკვეული ღონისძიებების (მაგალითად, სემინარი, პრეზენტაცია, ინტერნეტ საიტზე რესურსების გაცვლა, ფორუმი) მართვა ან გაძღოლა. ამ პროცესს წარმართავს საგანგებოდ შერჩეული პირი ანუ მოდერატორი. იგი კონკრეტული გეგმის მიხედვით და წესების დაცვით ეფექტიანად უძღვება პროცესს.
დისკუსიის წაყვანის დროს მოდერატორის მთავარი დანიშნულებაა, გაუძღვეს დისკუსიას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც საკითხის წინასწარი შესწავლის და გამოკვლევის პროგრამის საფუძველზე იქნა შემუშავებული. მოდერატორის ოსტატობა იმაში გამოიხატება, რომ მან რაც შეიძლება მეტად უნდა ჩართოს მონაწილეეები დისკუსიაში, მათ შორის ისინიც, ვინც არ არის აქტიური, ან თავს გაუბედავად გრძნობს. თუ რაიმე მიზეზის გამო ჯგუფში ვითარება დაიძაბება, ან მონაწილეებს შორის რაიმე გაუგებრობა მოხდება, მოდერატორის მოვალეობაა განმუხტოს სიტუაცია. მოდერატორი კარგი მსმენელი უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში გაჩუმდეს, რათა მონაწილეებმა თავად წარმართონ დისკუსია.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9