მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს პედაგოგთა ძირითად უფლება-მოვალეობებს, დისციპლინური გადაცდომების სახეებს და, შესაბამისად, მათი დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ სახდელებს. ეს არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნას.
მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის მიზანია:
• ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის დამკვიდრებას;
• უზრუნველყოს მოსწავლეებს, დირექციას და სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის ყველა სახის კონფლიქტის თავიდან აცილება;
• უზრუნველყოს პედაგოგთა მისაღები ქცევები;
• განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;
• განსაზღვროს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოსილებანი.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]