1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მონაცემთა ბაზა

  1. მონაცემთა სტრუქტურული ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა მონაცემთა შენახვა, მოდიფიცირება და წაკითხვა. ეს ტერმინი ძირითადად უკავშირდება ელექტრონული ფორმატის მქონე მონაცემებს, რომლებიც იქმნება და ინახება კომპიუტერული სისტემების გამოყენებით. მონაცემთა ბაზის სტრუქტურა ძირითადად შეესაბამება მონაცემთა ურთიერთმიმართებას. არსებობს მონაცემთა ბაზის სხვადასხვა სტრუქტურა (მაგალითად: რელაციური, იერარქიული, ობიექტზე ორიენტირებული). მათ შორის, დღემდე ყველაზე გავრცელებულია რელაციური სტრუქტურა. ამ ტიპის მონაცემთა ბაზაში მონაცემები ინახება ცხრილების ერთობლიობის სახით, სადაც თითოეული ცხრილი შეესაბამება ერთ ობიექტს. გარდა ამისა იგი შეიცავს ე.წ. დამხმარე ცხრილებს, რომლებიც გამოსახავს კავშირებს ამ ობიექტებს შორის.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
  2. E. data bank
    1. მანქანურად (კომპიუტერულად) აღქმად ფორმაში გამოხატული განსაზღვრული საგნობრივი სფეროს მოწესრიგებულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა ბანკის საფუძველს;
    2. სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების, დამოუკიდებელი ინფორმაციის, მონაცემებისა და სხვა მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9