1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიგ სივ სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიფ სიღ სიც სიძ

სინთეზი

  1. სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა.შ.
    ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
    ● ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად
    ● ჰიპოთეზის წამოყენება
    ● კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა
    ● შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა
    ● პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება
    ● პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა
    ● ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) - შექმნა ან გამოგონება.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
  2. E. synthesis
    G. Synthese
    Gk. synthesis შეერთება, შედგენა
    1. ერთიანობაში და ნაწილებს შორის ურთიერთკავშირის, განზოგადების, მონაცემთა მთლიანობაში აღქმის მეშვეობით საგნის ან მოვლენის შესწავლის მეთოდი;
    2. სხვადასხვა კომპონენტის ორგანულად შერწყმა, დაკავშირება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9