Fr. Pilotage - მართვის ოსტატობა პილოტირება არის ახალშექმნილი ნაკეთობის, ნაწარმისა თუ პროდუქციის გამოცდა ბუნებრივ, რეალურ გარემოსა და პირობებში. ეს პროცესი მიზნად ისახავს პროდუქციის შემოწმებას, მისი ხარვეზებისა და უპირატესობების გამოვლენას გაუმჯობესებისათვის საჭირო დასკვნების გაკეთებისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთვის. ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება არის მასში გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და მათი მიღწევის საშუალებების (სწავლა-სწავლების ახალი პრინციპები საგნობრივი პროგრამები, მათ საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოები, შეფასების ახალი სისტემა და ა.შ.) ადეკვატურობის შემოწმება სკოლებში.
2005-2006 სასწავლო წლიდან საქართველოს 100 სკოლაში მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]