1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სასწავლო მიზანი

მოსწავლის/სტუდენტის მიერ სწავლით შესაძენი წინასწარ განსაზღვრული შედეგი, ახალი გამოცდილება. იგი მოიცავს მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ ასათვისებელი ინფორმაციის, უნარჩვევებისა და ღირებულებების ერთობლიობას (შესაბამისად შინაარსი, მოცულობა, სირთულე, განვითარების დონე და ტენდენცია).
სასწავლო მიზნებს განსაზღვრავს მასწავლებელი ან საგანმანათლებლო დაწესებულება. სასწავლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისათვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, სწავლის საფეხური თუ სხვა) სასწავლო მიზნების განსაზღვრა ეფუძნება მოსწავლეთა მისწრაფებების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზის შედეგებს.
გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, ასევე, ასაკთან შესაფერისი ინტერესები.
სასწავლო მიზნები, საზოგადოდ, განსაზღვრავს სასწავლო გეგმებს. საქართველოში საჯარო სკოლების სასწავლო მიზნები ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ხოლო მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო გეგმები - სკოლის სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. ეროვნული სასწავლო გეგმა კი საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განისაზღვრება.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9