1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თანასწორთა სწავლება

თანასწორთა სწავლება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელიც მეგობრული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. თანასწორთა სწავლება მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად დაგეგმონ სასწავლო პროგრამები, გაკვეთილები, განიხილონ სწავლებისა და სწავლის მეთოდები, სახელმძღვანელოები, ჩატარებული გაკვეთილები, შეფასების შედეგები და ერთმანეთს გაუწიონ კონსულტაცია. ეს სტრატეგია მასწავლებლებს ეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში და ზრდის მათ მოტივაციას.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9