E. measures of economic policy საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის განსაკუთრებული პირობები. ისინი დაწესებულია საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და შეიძლება შეიცავდეს: კვოტირებას, ლიცენზირებას, მინიმალური და მაქსიმალური ფასების დაწესებას; აგრეთვე, მსოფლიო მეურნეობასთან საქართველოს ეკონომიკის ურთიერთკავშირის რეგულირების სხვა ღონისძიებებს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5, (კ)).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]