E. energyGk. energeia მოღვაწეობა, მოქმედება 1. მატერიის მოძრაობის სხვადასხვა ფორმის საერთორაოდენობრივი საზომი; ე.-ის ძირითადი ფორმებია: მექანიკური, სითბური, ელექტრომაგნიტური, ქიმიური, გრავიტაციული, ბირთვული; ერთი სახის ენერგია შეიძლება გარდაიქმნას სხვა სახის ენერგიად, მკაცრად განსაზღვრული რაოდენობრივი თანაფარდობით; ნებისმიერი სახის ენერგიის გარდაქმნის შემთხვევაში, მისი საერთო რაოდენობა არ იცვლება. ე.-ის მუდმივობის კანონი თანამედროვე ბუნებისმეტყველების ერთ-ერთი მთავარი კანონია;
2. სამოქმედო ძალა, ჟინი, მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა დასახული მიზნის მისაღწევად.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]