E. epilogueGk. Epilogos epi შემდგომ logos სიტყვა, ცნება, მოძღვრება 1. ძველბერძნულ დრამაში: დასკვნითი მიმართვა მაყურებლისადმი, რომელშიც გადმოცემულია ავტორის განზრახვა ან დადგმის მოკლე დახასიათება;
2. ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია მოქმედ პირთა შემდგომი ბედის შესახებ ან მოცემულია დამატებითი განმარტებები ავტორის ჩანაფიქრის თაობაზე. საპირისპ. პროლოგი;
3. ოპერის, კინოფილმის და მისთ. დასკვნითი ნაწილი;
4. დასასრული, კვანძის გახსნა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]