1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეპა ეპი ეპო

ეპისკოპოსი

E. bishop
Gk. episkopos epi -ზე, ზევით, ზევიდან, ზემოდან, ზემოთ + skopeo თვალყურს ვადევნებ, ვუყურებ
(მღვდელმთავარი) ქრისტიანულ ეკლესიაში დადგენილი მღვდელმსახურთა სამი ხარისხიდან (ეპისკოპოსი, პრესვიტერი, დიაკონი) უმაღლესი სასულიერო ხარისხი, რომელიც როგორც წესი ენიჭება საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულის (ეპარქიის) მმართველს (ირჩევენ არქიმანდრიტთა შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ). მას მღვდლისგან განსხვავებით, შეუძლია აღასრულოს არა მხოლოდ ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხას მღვდლად (ქიროტონია), აკურთხოს მირონი, ანუ შეასრულოს შვიდივე საიდუმლო (ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, ზეთის კურთხევა, ქორწინება, მღვდლობა). სიწმინდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, დამსახურებულ მღვდელმთავარს ენიჭება მთავარეპისკოპოსის ხარისხი, მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9