1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა და მოქმედების შეზღუდვა

E. incompatibility/inconsistency and restriction of activity of national bank's officials/workers
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს (მისი ოჯახის წევრს) არ აქვს უფლება იყოს ბანკის დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი. საბჭოს დაინტერესებული წევრი, საბჭოს ნებისმიერ სხდომაზე საკითხის გატანის დროს, რომელიც დაკავშირებულია საკუთარ კომერციულ ან/და მისი ოჯახის ინტერესთან, ვალდებულია წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ინტერესების შესახებ, იგი არ მონაწილეობს მოცემული საკითხის განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაში, მისი დასწრება მხედველობაში არ მიიღება კვორუმის განსაზღვრისას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეკრძალებათ იმუშაონ ქვეყნის სხვა საბანკო დაწესებულებაში. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ისინი თანამდებობიდან თავისუფლდებიან პირადი განცხადების საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. საბჭოს წევრი ვალდებულია როგორც თანამდებობის პირმა შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები თანამდებობის პირთა ქონებრივ და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში (საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 16, 17).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9