E. expressionismFr. expressionisme, expression გამოსახვა, გამომსახველობა მიმართულება მე-20 ს-ის ევროპის ხელოვნებასა და ლიტერატურაში; წარმოიქმნა როგორც თანამედროვე საზოგადოების კრიზისული მდგომარეობის გამოძახილი; ე.-თვის დამახასიათებელია ფორმათა მძაფრი აქტივობა, მომეტებული ემოციურობა, მკვეთრი ფერები, გროტესკულობა, მხატვრული სახეების ინტენსიური დეფორმაცია; ე.-ის ფორმები წარმოადგენს სხვადასხვა იდეოლოგიური ტენდენციის ხორცშესხმას - დაწყებული მისტიკით და პესიმიზმით, და დამთავრებული სოციალური კრიტიკითა და რევოლუციური მოწოდებებით; ე.-ის მიმდევრები თავიანთ ძირითად ამოცანად თვლიდნენ მხატვრის შინაგანი სამყაროს, მისი სუბიექტური შემოქმედებითი განცდების ასახვას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]