1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ცა ცე ცვ ცი ცო ცხ
ცედ ცელ ცენ ცერ ცეს

ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობები

E. central budget receipts
ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობებია: შემოსავლები, მათ შორის: მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები; მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები: სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული წმინდა მოგება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მოგება, ადმინისტრაციული გადასახდელები (მ.შ. მოსაკრებლები), ჯარიმები და საურავები, ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებით მიღებული და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები (კაპიტალური შემოსავლების გარდა); კაპიტალური შემოსავლები - ფიქსირებული კაპიტალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, აქციების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, მიწისა და არამატერიალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო წყაროებიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები; გრანტები - საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები ან სასაქონლო ფორმით მიღებული და მონეტიზებული გრანტები; სესხები - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აღებული სესხები (“საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 6).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9