1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფატ ფაქ ფაშ

ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი

E. securities depositary
Fr. depositaire დეპოზიტარი, შემნახველი
ორგანიზაცია, რომელიც კლიენტების დავალებით ინახავს ფასიან ქაღალდებს და ახდენს კლიენტის უფლების რეალიზაციას ამ ქაღალდებზე. ემიტენტთან შეთანხმებით შესაძლებელია დეპოზიტარიუმის მიერ რეგისტრაციაში გატარდეს ის ფასიანი ქაღალდებიც (არამატერიალიზებული), რომლებიც გამოშვების პირობების მიხედვით სერტიფიკატად არ ფორმდება (საკუთრების უფლება დადასტურებულია სპეციალურ რეესტრში ჩანაწერის სახით); დეპოზიტარიუმი, აგრეთვე, ახორციელებს საინკასო ოპერაციებს ემიტენტებთან - ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შორის ანაწილებს პროცენტებს, დივიდენდებს, გასანაღდებელ ობლიგაციებს და ა.შ.; ახდენს ერთი კლიენტისგან მეორესთვის ფასიანი ქაღალდების გადაცემის ფაქტის რეგისტრაციას, დეპოზიტარიუმი ნომინალური მფლობელის დავალებით ასევე ეწევა კლირინგს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9