1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფატ ფაქ ფაშ

ფასიანი ქაღალდის სახეები

E. forms of securities
განასხვავებენ ფასიანი ქაღალდების შემდეგ სახეებს: საგადასახადო დოკუმენტები (ჩეკი, თამასუქი, აკრედიტივი და სხვ.), საფონდო ფასეულობები (აქცია, ობლიგაცია და სხვ.), ქონებრივი უფლებების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (კონოსამენტი, ლომბარდის საგირავნო ბილეთები, შემნახველი ბანკის წიგნაკები, ფულად-ნივთობრივი ლატარიის ბილეთები (რომელთაც მოგება ხვდათ და სხვ.). ფასიანი ქაღალდი შეიძლება იყოს სახელობითი და წარმომდგენზე. პირველ შემთხვევაში ქონებრივი უფლება მხოლოდ იმ პირს აქვს, რომელზეც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდი, ხოლო მეორე შემთხვევაში იმ პირს, რომელიც ფლობს ფასიან ქაღალდებს (ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ფასიანი ქაღალდის მესაკუთრეა, ის პირი, რომელსაც ხელთ აქვს ფასიანი ქაღალდის სერტიფიკატი).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9