E. Factor - აგენტი, შუამავალი 1. სავაჭრო-საკომისიო ოპერაცია, რომლის დროსაც სპეციალიზებული კომპანია (ფაქტორინგკომპანია) იძენს კლიენტის დებიტორულ დავალიანებას (ანგარიშფაქტურას), რათა შემდგომში გადაახდევინოს იგი მოვალეს;
2. სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას, საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]