1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიდ ფიზ ფილ ფინ ფის ფიუ ფიქ

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შეღავათი

E. exemption from natural person's property tax
1. გადასახადით არ იბეგრება: ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, 100 კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართობის უძრავი ქონება; ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან მათი ოჯახების, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქონება, აგრეთვე, III ჯგუფის, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქონება; გ) მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის საკუთრებაში ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება; დ) არაურბანულ ტერიტორიაზე მკვიდრი ფიზიკური პირის ამ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მკვიდრად ითვლება პირი, თუ ის ან მისი მეუღლე ან მათი მშობელი, პაპა, ბებია არანაკლებ 15 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე; ე) საგადასახადო კოდექსის VII კარით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები;
2. „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ქონება გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. თუ ეკონომიკური საქმიანობისათვის ქონების გამოყენება დაიწყო საგადასახადო შეტყობინების წარდგენის შემდეგ და შესაბამისად არ იყო დარიცხული კუთვნილი გადასახადი, მაშინ გადასახადი შეადგენს განაკვეთის 80 პროცენტს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 1391).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9