E. branch, affiliate, filiationFr. filialL. filialis შვილობილი 1. იურიდიული პირის ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა. ტერიტორიულად განცალკევებულია საწარმოს ადმინისტრაციისაგან და ასრულებს იურიდიული პირის ყველა ფუნქციას ან ნაწილს. მათ შორის, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
2. „მეწარმეთა შესახებ” კანონის მიხედვით საქართველოში საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]