1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიდ ფიზ ფილ ფინ ფის ფიუ ფიქ

ფიქსირებული გადასახადი

E. fixed tax
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ „ევროპის თანამეგობრობის ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის“ (NACE) შესაბამისად ამ კოდექსის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ, ცალკეული კატეგორიის ეკონომიკურ საქმიანობას. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს არ წარმოადგენს: ა) პირი, რომელიც არის დღგ-ის ან მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელი; ბ) პირი, რომლის მიერ განხორციელებული ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობიდან ერთი მაინც არ ემთხვევა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას; გ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ფართობი აღემატება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფართობის მაქსიმალურ ოდენობას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 2071).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9