1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიდ ფიზ ფილ ფინ ფის ფიუ ფიქ

ფიქსირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

E. the fixed tax calculating and paying rule
1. ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხდება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა;
2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის (დროებით ან მუდმივად) შემთხვევაში იგი ვალდებულია დააბრუნოს გადამხდელის მოწმობა. ამასთან, საანგარიშო თვის განმავლობაში საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში მას საგადასახადო ვალდებულება ეკისრება სრული საანგარიშო პერიოდის (თვის) მიხედვით;
3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადი ჩაითვლება წლის განმავლობაში დეკლარაციის მიხედვით გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ანგარიშში. ამასთან, წლის განმავლობაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადი შემცირებას არ ექვემდებარება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 2077).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9