1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიდ ფიზ ფილ ფინ ფის ფიუ ფიქ

ფიქსირებული გადასახადი თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტზე

E. fixed tax on tobacco (except for tobacco-plant) import
1. 2001 წლის 1-ელი იანვრიდან 2004 წლის 1-ელ ივლისამდე: თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის ნაცვლად იბეგრება ფიქსირებული გადასახადით, რომლის ოდენობა განისაზღვრება კგ-ზე, ცალზე ან კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება სრული ოდენობით;
2. 2004 წლის 1-ელი ივლისიდან 2006 წლის 1-ელ იანვრამდე: თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადისა და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით, რომლის ოდენობა განისაზღვრება კგ-ზე, ცალზე ან კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება სრული ოდენობით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9