1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიდ ფიზ ფილ ფინ ფის ფიუ ფიქ

ფიქსირებული გადასახადი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის

E. fixed tax on producing rolls and buns
საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი, რომლითაც 2005 წლის 1-ელ იანვრამდე სარგებლობის უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, მოგებისა (ფიზიკური პირების შემთხვევაში - საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით. პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული პურის მიწოდება მიმოქცევის არც ერთ ეტაპზე დღგ-ით არ იბეგრება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 273).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9